ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის (RDYE) არის 3.5 წლიანი პროექტი, რომელსაც ახორციელებს მერსი ქორფსის წარმომადგენლობა საქართველოში (Mercy Corps Georgia) ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) დაფინანსებით.
პროექტის განხორციელების მხარდამჭერები არიან ლიბერთი ბანკი და სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდი.
პროექტი მიზანი პროექტი მიზნად ისახავს ახალგაზრდების (18-დან 35 წლამდე) სამეწარმეო უნარ-ჩვევებისა და ცოდნის გაღრმავებას, სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო-სამეურნეო მიმართულების ბიზნესების მხარდაჭერას, ფინანსებზე ხელმისაწვდომობისა და საბაზრო კავშირების დამყარების ხელშეწყობას.
პროექტის აქტივობები ფოკუსირებული იქნება ახალგაზრდების სოციალურ და ეკონომიკურ მონაწილეობზე, მათი კეთილდღეობის გაუმჯობესებასა და სამეწარმეო პოტენციალის ხელშეწყობაზე. მიღებული ცოდნა და უნარ-ჩვევები მათ დასაქმებაში/თვითდასაქმებაში დაეხმარება.
პროექტის გავლენა სამიზნე მუნიციპალიტეტებში ახალგაზრდების სამეწარმეო პოტენციალის ხელშეწყობის მეშვეობით, ადგილობრივი მდგრადი ეკონომიკური განვითარების პროცესების ხელშდეწყობა.
პროექტი განხორციელდება 42 თვის განმავლობაში (2021 წლის დეკემბერი - 2025 წლის მაისი) საქართველოს ოთხი რეგიონის მასშტაბით, რაც მოიცავს 18 მუნიციპალიტეტს:
გეორგრაფიული არეალი
ქვემო ქართლი რუსთავი, მარნეული, ბოლნისი, გარდაბანი, თეთრიწყარო, წალკა
სამცხე-ჯავახეთი ბორჯომი, ასპინძა, ადიგენი, ახალციხე, ახალქალაქი, ნინოწმინდა
შიდა ქართლი გორი, ქარელი, კასპი
მცხეთა-მთიანეთი მცხეთა, დუშეთი, თიანეთი
სამიზნე ჯგუფი პროექტის სამიზნე არეალებSში მცხოვრები, 18-35 წლის, მეწარმეობით დაინტერესებული პირები, მოქმედი ან დამწყები მეწარმეები.
პროექტი ხელს შეუწყობს 1,500-ზე მეტ ახალგაზრდას (50% ქალი), ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობების წარმომადგენლებს, მაღალმთიანი სოფლების მკვიდრებს, ეკომიგრანტებს, იძულებით გადაადგილებულ და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, განივითარონ სამეწარმეო უნარები და შესაძლებლობები, რათა შექმნან 50-ზე მეტი მდგრადი, ახალი ან/და გააფართოვონ უკვე არსებული, ახალგაზრდების მიერ მართული სოფლის მეურნეობისა და არასასოფლო-სამეურნეო საწარმო/ბიზნესი.
პროექტის აქტივობები
1 ეტაპი - 2 დღიანი საბაზისო სამეწარმეო ტრენინგი 1500-ზე მეტი ახალგაზრდისთვის.
2 ეტაპი - ერთკვირიანი ინტენსიური ბიზნეს გადამზადების კურსი საბაზისო ტრენინგის 175 წარმატებული კურსდამთავრებულისთვის.
3 ეტაპი - 50 ახალგაზრდული საწარმოს დაფინანსება. ინტენსიური გადამზადების შემდეგ გაიმართება ბიზნეს გეგმების კონკურსი. თითოეული გამარჯვებული ბიზნეს იდეა მიიღებს დაახ. 25,000 ლარის თანადაფინანსებას (80/20).
4 ეტაპი - ფინანსური და საგადასახადო ტრენინგები გამარჯვებული მეწარმეებისთვის.
5 ეტაპი - ინდივიდუალური და ტექნიკური კონსულტაციები, მენტორობის პროგრამა პროექტის მონაწილე ახალგაზრდებისთვის. მხარდაჭერა ალტერნატიული დაფინანსების წყაროების მოძიებასა და საბაზრო კავშირების დამყარების მიმართულებით.