პროექტის შესახებ

ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის (RDYE) არის 3.5 წლიანი პროექტი, რომელიც ხორციელდება ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) დაფინანსებით, საქართველოში მერსი ქორფსის წარმომადგენლობის  (Mercy Corps Georgia) მიერ. პროექტის მხარდამჭერები არიან ლიბერთი ბანკი და სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდი.

პროექტი მიზანი

პროექტი ხელს უწყობს 1 500-ზე მეტ 18-35 წლის ახალგაზრდას (50% ქალი), მათ შორის, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების წარმომადგენელს, მაღალმთიანი სოფლების მკვიდრს, ეკომიგრანტს და იძულებით გადაადგილებულ პირს, განივითარონ სამეწარმეო უნარები და შესაძლებლობები, რათა შექმნან 50-ზე მეტი მდგრადი, ახალი ან/და გააფართოვონ უკვე არსებული, ახალგაზრდების მიერ მართული სოფლის მეურნეობისა და არასასოფლო-სამეურნეო საწარმო/ბიზნესი.

გეოგრაფიული არეალი

პროექტი ხორციელდება 42 თვის განმავლობაში (2021 წლის დეკემბერი - 2025 წლის მაისი) საქართველოს 4 რეგიონში და მოიცავს 18 მუნიციპალიტეტს:

სამიზნე ჯგუფი 

პროექტის სამიზნე ჯგუფი მოიცავს 18 მუნიციპალიტეტში მცხოვრებ, 18-35 წლის, მეწარმეობით დაინტერესებულ პირებს, მოქმედ ან/და დამწყებ მეწარმეებს.

პროექტის აქტივობები

RDYE პროექტის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები ფოკუსირებულია ახალგაზრდების სოციალურ და ეკონომიკურ მონაწილეობაზე, მათი კეთილდღეობის გაუმჯობესებასა და სამეწარმეო პოტენციალის ხელშეწყობაზე. პროექტის ფარგლებში მიღებული ცოდნა და უნარ-ჩვევები კი, მათ დასაქმებაში/თვითდასაქმებაში ეხმარებათ. პროექტს, სამიზნე მუნიციპალიტეტებში ახალგაზრდების სამეწარმეო პოტენციალის განვითარებითა და ხელშეწყობით, უმნიშვნელოვანესი წვლილი შეაქვს ადგილობრივი მდგრადი ეკონომიკის განვითარებაში.

1 ეტაპი - 2 დღიანი საბაზისო სამეწარმეო ტრენინგი 1 500-ზე მეტი ახალგაზრდისთვის;

2 ეტაპი - ერთკვირიანი ინტენსიური ბიზნეს  გადამზადების კურსი (BET) საბაზისო ტრენინგის 175 წარმატებული კურსდამთავრებულისთვის;

3 ეტაპი - 50 ახალგაზრდული საწარმოს დაფინანსება. ინტენსიური გადამზადების შემდეგ, გაიმართება ბიზნეს გეგმების კონკურსი. თითოეული გამარჯვებული  ბიზნეს იდეა მიიღებს დაახლოებით 25,000 ლარის თანადაფინანსებას (80/20);

4 ეტაპი - ფინანსური და საგადასახადო ტრენინგები გამარჯვებული მეწარმეებისთვის;

5 ეტაპი - ინდივიდუალური და ტექნიკური კონსულტაციები, მენტორინგის პროგრამა პროექტის მონაწილეებისთვის. მხარდაჭერა ალტერნატიული დაფინანსების წყაროების მოძიებასა და საბაზრო კავშირების დამყარების მიმართულებით.

დამატებითი ბენეფიტ პაკეტები წარმატებული კანდიდატებისთვის 

RDYE პროექტი დამატებით ბენეფიტ პაკეტებს სთავაზობს წარმატებულ კანდიდატებს, როგორიცაა: საგადასახადო ტრენინგები, ინდივიდუალური კონსულტაციები, მენტორინგი, მარკეტინგი, მენეჯმენტი, გენდერული მეინსტრიმინგი და თანასწორობის პრინციპები მეწარმეობაში, გარემოს დაცვა, საინფორმაციო ტექნოლოგიები, ტურიზმი, ადამიანური რესურსების მართვა და სხვა.

ფოტო გალერეა 

 

დონორი და მხარდამჭერები 

ავსტრიის განვითარების თანამშრომლობა მხარს უჭერს აფრიკის, აზიის, სამხრეთ-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მდგრად განვითარებას. ევროპისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფედერალური სამინისტრო ადგენს სტრატეგიას. ავსტრიის განვითარების სააგენტო, როგორც ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის საოპერაციო უწყება, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან და საწარმოებთან ერთად, ახორციელებს პროგრამებსა და პროექტებს საჯარო ინსტიტუციებთან თანამშრომლობით.

მერსი ქორფსი არის საერთაშორისო არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც ეხმარება ადამიანებს შექმნან უსაფრთხო, პროდუქტიული და სამართლიანი გარემო, რათა შეამსუბუქოს ტანჯვა, სიღარიბე და ჩაგვრა. მერსი ქორფსი საქართველოში 2 000 წლიდან მოღვაწეობს და ქმნის პროდუქტიულ, სტაბილურ, უსაფრთხო და სამართლიან თემებს სიღარიბითა და კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში. „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ პროექტის ფარგლებში, მერსი ქორფსი მუშაობს სოფლად მცხოვრებ ახალგაზრდებთან, ახალგაზრდა მეწარმეებთან და პოლიტიკის შემქმნელებთან, რათა სოფლად მცხოვრებ ახალგაზრდებს, ხელი შეუწყოს მეწარმეობისა და ეკონომიკის განვითარების მიმართულებით.

ლიბერთი ბანკი ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია, რომელიც 1,7 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირს და 50 000-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს ემსახურება. ბანკის აქტივები 3 მლრდ ლარს შეადგენს და დასაქმებული ჰყავს 4 500-ზე მეტი თანამშრომელი.

ლიბერთი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია ყველაზე ფართო ქსელით - 360-ზე მეტი მომსახურების ცენტრით, 632 ბანკომატით, თვითმომსახურების და POS ტერმინალებით, საქართველოს ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში. განვითარებული ინფრასტრუქტურის გარდა, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის, ხელმისაწვდომია თანამედროვე ციფრული სერვისები და დისტანციური მომსახურება. ბანკის სტრატეგიულ მიმართულებას წამოადგენს კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა და რეგიონულ დონეზე, მცირე და საშუალო საწარმოების დაფინანსება.

სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდი შეიქმნა 2021 წლის 21 ივნისს. ფონდის მიზანია სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის განვითარების მეშვეობით, პოზიტიური სოციალური ცვლილებების ხელშეწყობა. ეროვნულ დონეზე, ფონდი წარმოადგენს სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის უნივერსალურ წამახალისებელ პლატფორმას კერძო და საჯარო სექტორისთვის. ახალგაზრდებისა და ახალგაზრდული მეწარმეობის წახალისება ფონდის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს.

მეორე ციკლის შედეგები

საკონტაქტო ინფორმაცია

ელ. ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

საკონტაქტო ნომერი: +995 595 951 236

მისამართი: თბილისი 0194, ა. ცაგარელის 48